გამარჯობა. მე მქვია გიორგი ბაკარანძე. პროფესიით არქეოლოგი. კოლეგები არწივის თვალას მეძახიან, რადგან პირველი დავინახავ ხოლმე რაიმე ახალს მიწაში. არქეოლოგიის სფეროს გზა ბაბუამ მირჩია. დრო გადიოდა და უფრო ვინტერესდებოდი ამ სფეროთი. უფრო ხშირად მიჩნდებოდა კითხვა თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ქვის ხანაში? ვფიქრობ დიდ წარმატებას მივაღწევ.
დღე პირველი 9 ოქტომბერი 2023 წელი
არც იცე დიდი ხანია, რაც პროფესიონალურ პრაქტიკას დავეწაფე. სამეცნიერო შეკრება გვქონდა. ჩემს პირველ სხდომაზე ძალიან ვინერვიულე, თუმცა არფერი სანერვიული არ ყოფილა. კოლეგებს მოეწონათ ჩემი მსჯელობა და იდეები. სხდომაზე გადავწყვიტეთ, რომ გამოვიკვლევდით დმანისის ტერიტორიას.
19 ოქტომბერი 2020
დღეს 2020 წლის 19 ოქტომბერს გავდივარ ჩემ პირველ ექსპედიციაზე. ჩავედით დმანისში და შევუდეგით სამუშაოს. დმანისის არქეოლოგიურ ფენებში დავაფქსირეთ ყველაზე ძველი ეპოქა ქვის ხანის პერიოდში. ბედნიერებისგან ლამის ცუდად გავხდი, როდესაც აქ ვიპოვეთ ჰომინინებისა და ცხოველთა განმარხებული ნაშთები. სიხარულისგან ვხუტანვდი, რადგან, სწორედ მე შევამჩნიე ის ერთი საოცარი ძვლის ნაწილი, რომელიც კარგად იყო მიწაში ჩაფლული. შემდგომში ბატონმა ლაზარემ აღმოაჩინა ქვის იარაღები რომელიც 1.8 მილიონი წლით დაათარიღეს ლაბორატორიაში.
ჩემი კოლეგები ამბობენ: არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი არ არის აღმოჩენილი ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია. ძალიან გავოცდი, როდესაც გავიგე რომ იმ ტერიტორიაზე როგორც ირკვევა 1,7-1,8 მილიონი წლის წინ იზრდებოდა სოჭი, ფიჭვი, წიფელი და ა.შ. როგორც ვიცით პალეოლითის ადამიანები მომთაბარე მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, რომლებიც დროდადრო სარგებლობდნენ გამოქვაბულით. ევროპაში ასეთი 277 ადგილია დადგენილი - მათ შორის ალტამირა ესპანეთში, ლასო საფრანგეთში და კრესუელ-კრეგსი დერბიშირში. შემონახულია ნახატები და ცეცხლის, საჭმლის მომზადების, რიტუალებისა და დაკრძალვების მტკიცებულებები, თუმცა გამოქვაბულები არ იყო განკუთვნილი მუდმივად საცხოვრებლად.
18 ნოემბერი 2020 წელი
ექსპედიცია უკვე 1 თვე მიმდინარეობს. ამ დილით ხმაურმა გამაღვიძა და გამახსენდა ჩემი მამის ნალაპარაკები. მან მითხრა, რომ სამხრეთ კავკასია ძალიან ბევრ საიდუმლოს მალავდა. წავედით სამხრეთ კავკასიის ნაწილში, როგორც ვიცით სამხრეთ კავკასია უშუალოდ ემიჯნება წინა აზიას, შესაბამისად, ქვის ხანი პერიოდიზაცია დაახლოებით მიუყვება წინა აზიის პერიოდიზაციას.
29 აგვისტო 2021 წელი
გავიდა ეს 1 წელი. ამ წლის განმავლობაში არაერთი ნაშთი აღმოვაჩინეთ,გათხრების დროს ხელის მოტეხვაც მოვასწარი და 2 თვე სავადმყოფოში ვეგდე. ამ ორი თვის განმავლობაში არ ვიცი რომელმა ბუზმა უკბინა ჩემ კოლეგებს რომ ესე ენერგიულად მუშაობდნენ. ამათმა საქართველოს ტერიტორიაზე 400-მდე პალეოლითური ხანის სადგომი აღმოჩინეს. ისინი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გამოავლინეს. მეცნიერები ამ ძეგლებს შემდეგი რეგიონების მიხედვით აჯგუფებენ: 1. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი; 2. რიონ ყვირილის აუზი; 3. შიდა ქართლი; 4. ქვემო ქართლი; 5. ჯავახეთის ზეგანი და 6. იორ-ალაზნის აუზი.
15 სექტემბერი 2021 წელი
გათენდა მშვენიერი დილა, ხელი უკვე შემიხორცდა და უკვე შემეძლო ჩემ სამუშაოზე დავბრუნებულიყავი. ჩემს კარადაში ბაბუაჩემისგან მოცემული ოქროს მონეტა ავიღე და ჩემს უბეში ჩავიდე. ბაბუ ამბობდა, რომ ამ ოქროს ფულს წარმატება მოჰქონდა და როგორც ჩანს ასეც არის. ვაშააააა! ბიჭებო! წამოვიყვირე მე როდესაც მეზოლითური ნამოსახლარი აღმოვაჩინე. აღმოჩნდა რომ არა მარტო მე აღმოვაჩინე ამ ეპოქის ნამოსახლარები. ჩემა მეგობარმა სხვა მღვიმეში აღმოაჩინა პალეოლითური, ისე მეზოლითური ნასახლარები. უმეტესად ეს ნამოსახლარები გამოქვაბულებში და მღვიმეებში იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ჩვენი საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა. აქ ბევრი ქვაბულია, რომლებსაც პირველყოფილი ადამიანი საცხოვრებლად იყენებდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ზემო იმერეთის რეგიონი, სადაც ქვის ხანის არაერთი მნიშვნელოვანი ნამოსახლარი აღმოაჩინა ჩემა მეგობარმა ლაშა კვირკველიას, მათ შორის საკაჟიას მღვიმე, საგვარჯილე, დევისხვრელი, ძუძუანა, კოტიას მღვიმე, ორთვალა კლდე და სხვ.
8 ნოემბერი 2021 წელი
მოკლედ, ერთხელაც ვერ დავისვენე წესიერად ოჯახთან ერთად, ისევ მუშაობა და მუშაობა ცოლი მიბრაზდება უკვე მაგრამ რა ვქნათ დაწყებული გზიდან ვეღარ გადავუხვევდი. ექსპედიციის ჯგუფი გადავედით ცუცხვათში
ცუცხვათის მღვიმეთა კომპლექსის ერთ-ერთ მღვიმეს მივადექი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტშია. ძალიან გამიკვირდა, რადგან მღვიმის შესასვლელი ლოდებით საგანგებოდ იყო ამოქოლილი. კედლის გასწვრივ დავიწყე მუშაობა. გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი და ვერაფერი ვერ ვნახეთ და უეცრად ბუნებრივ თაროზე, დათვის თავის ქალები, წინა კიდურები და კბილები ვიპოვე. საოცარი გრძნობა დამეუფლა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
დავრუნდით შტაბში. გაიმართა სხდომა სადაც ჩემმა კოლეგებმა ეს მღვიმე ნეანდერტალელებს დაუკავშირეს და ფიქრობენ, რომ ეს კონკრეტული ადგილი მათი საკულტო სარიტუალო ადგილი იყო, სადაც წარმატებულ ნადირობასთან დაკავშირებული რიტუალები სრულდებოდა. ჩემი ნაპოვნი დათვის თავის ქალები და წინა კიდურები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადავაგზავნეთ სადაც ის შეინახება. იმ ღამეს საერთოდ არ მიძინია სიხარულის გამო.
13 დეკემბერი 2021 წელი
დღეს ჩემი დაბადების დღეა და 27 წელი შემისრულდა. კოლეგებმა მოულოდნელი სურპრიზი მომიწყვეს და გაიშალა დიდი სუფრა.
14 დეკემბერი 2021 წელი
ნაქეიფარები ჩავედით ქვემო ქართლში, დაბა წალკიდან 12 კმ-ის დაშორებით, სოფ. განთიადთან ახლოს. აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ 12–8 ათასი წლის წინ კლდეზე ამოკაწრული ზოომორფული ფიგურები – პეტროგლიფები. კლდის შემორჩენილ ნაწილებზე ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები არიან გამოსახული: კეთილშობილი ირემი, ცხენები, გველები, ფრინველები, თევზები. ასევე, გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები. ნახატები მცირე ზომისაა, დაახლოებით, 2,5-იდან 18-20 სმ-მდე. კედელზე სულ ასამდე ნაკაწრი-ნახატია შესრულებული რაც ძალიან საოცარია. ძალიან ბევრი ვიცინე რადგან ძველი ადამიანებიც კი ჩემზე უკეთესად ხატავდნენ.
ასევე აღმოვაჩინეთ სხვადასხვა სახის იარაღები. სოფელ ზიარში გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ეს იარაღები ზოგი კაჟის ქვისგან იყო დამზადებული ზოგი კი ობსიდიანისგან. ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. მართლაც წარმატების მომტანია ეს ოქროს მონეტა.
26 თებერვალი 2022 წელი
წვიმიანი ამინდი იყო. გადავედით კოტიას კლდის მღვიმეში. ძალიან ცუდი დრო ამოგვირჩევია ექსპედიციისთვის, რადგან წვიმის დროს მღვიმე შეიძლება წყლით აივსოს, რაც ძალიან სახიფათოა. ფეხი გავიჭერი და სასწრაფოდ ვერტფრენით სავადმყოფოში გადამიყვანეს. ძალიან გული დამწყდა. როგორც მითხრეს ჩვენმა თანამედროვე გუნდმა აქ აღმოაჩინა მეზოლითური სამარხები. სამარხში 35-30 წლის კაცის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელსაც პირში კაჟის იარაღო ედო. ეს ნაშთი ჩვენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადააგზავნეს.
3 მარტი 2022 წელი
ფეხი მომირჩა და სიარული უკვე შემეძლო. მოკლედ ყველაფერი მე მემართება მთავარ მომენტში.
გადავედით ძუძუანას მღვიმეში. (ჭიათურის მუნიციპალიტეტი). ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი მუშაობის დროს. მუშაობის პროცესში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სელისგან დამზადებული მცენარეული საღებავებით შეღებილი ბოჭკოები. თავიდანვე ჩემ თვალებს არ დავუჯერე... ყველა იღბლიანს მეძახდა იმ დღეს. კვლევების შედეგად დავადასტურეთ, რომ გამოქვაბულში აღმოჩენილი სელისგან დამზადებული ბოჭკოები მსოფლიოში უძველესია. მათი ასაკი, დაახლოებით, 35 ათასი წელია. სანამ მე აღმოვაჩენდი ბოჭკოებს, მსოფლიოში უძველეს ნიმუშად ჩეხეთში, დოლნივესტონიცაში, მიკვლეული ქსოვილი ითვლებოდა, რომელიც 29 ათას წელიწადს ითვლის და, და ჩემს მიერ აღმოჩენი ბოჭკოებისგან განსხვავებით, ჭინჭრისგან არის დამზადებული. კოლეგები იმ ღამეს სელის მეფე შემარქვეს.
29 ივნისი 2022 წელი
დამპატიჟეს ესპანეთში ლექციაზე, სადაც ნეოლითის შესახებ ფართოდ მოგვაწოდეს ინფორმაცია. 2 კვირის შემდეგ ჩამოვედით სამშობლოში. ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი ლექციით. ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღე.
23 ივლისი 2026 წელი
დიდი დასვენების შემდეგ, ისევ გავედით ექსპედიციაზე და ამჯერად დაინტერესებული ნეოლითის ხანის ნამოსახლარებს ვიკვლევთ. გუნდში ახალი წევრი გვყავს გიორგი ჩოკოლაშვილი რომელიც თავისი სიმამაცით გამოირჩევა.
დავიწყეთ შულავერის კულტურის შესწავლა. ასევე შევისწავლეთ იმირის გორა, ხრამის დიდი გორა და შულავერის გორა. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოვაჩინეთ საცხოვრებელთა და სხვა დანიშნულის ნაგებობათა ძეგლები მცირე ზომის მრგვალი ორმოები, რომელიც ხის ბოძების ჩასადგმელად იყო განკუთვნილი, აგრეთვე, ხის წნულის ანაბეჭდებიანი თიხის შელესილობისა და თიხატკეპნილი იატაკის ფრაგმენტები.
ნეოლითური ძეგლების გამოკვლევა მართლაც შთამბეჭდავი იყო. წარსულს დარჩა მომთაბარე ცხოვრება. ხალხმა ააგო რა სახლები, გადავიდა ბინადრულ ცხოვრებაზე. მოიშინაურა ცხოველები, მოხნა და დათესა მიწა და გააცარა მარცვლეული კულტურების მოყვანა, დაწურა ღვინო და მიეცა ბუნებრივ ნეტარებას, შექმნა ოჯახები, გვარები, თემები და ტომები. დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის.
ამით ვასრულებ მოგზაურობას ქვის ხანის საქართველოში, ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები, ემოციები მივიღე. ახალი გეგმები მაქვს და ამჯერად უცხოეთში მინდა გამოკვლევები ვაწარმოო. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ და ჩემი ოცნება სრულყოფილად შევასრულე.
მე ვთლი რომ ჩემი ჩანაწერები მომავალში მკითხველს სურვილს აღუძრავს იკვლიონ ადამიანების წარსული. ამჯერად მე ვიწყებ ახალ ცხოვრების ეტაპს და ამით გემშვიდობებით მინდა გისურვოთ ულევი წარმატება ჩემო მკითხველებო... ნახვადის.











.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий